- საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 945 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 350 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 359, „პისიარ“ ტესტით – 13 991.
სულ აცრილია – 221 156 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 302.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 926 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 602 პირი.