4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა


  • ცესკო-ში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციას ჯამში 50-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.

„მთელი საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით 8 საინიციატივო ჯგუფმა მიმართა შესაბამის საარჩევნო კომისიებს. რეგისტრაცია გაიარა 6-მა საინიციატივო ჯგუფმა, 2-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს 42-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რეგისტრაცია გაიარა 39-მა საინიციატივო ჯგუფმა, 3-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა (25 აგვისტო) რეგისტრაციის მიზნით უნდა წარმოიდგინონ მხარდამჭერთა სიები“, – ნათქვამია ცესკო-ს გაცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 29 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!