4 მარტს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდება


4 მარტს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდება. ინიციატივა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას ეკუთვნის. გუბერნატორმა ინიციატივა შეხვედრაზე გამგებლებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს გააცნო  და მათ საკუთარ მუნიციპალიტეტებში “დასუფთავების აქციების” ორგანიზება სთხოვა. ლევან შონიამ აღნიშნა, რომ დასუფთავების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში კვირას, 4 მარტს მოხდება და მასში ჩართვის სურვილი ნებისმიერ მოქალაქეს ექნება. “ჩვენმა რეგიონმა მასშტაბურ დასუფთავების აქციაში გასულ წელს საქართველოს რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტი მოხალისე გამოიყვანა, წელსაც ეს მონაცემები აუცილებლად უნდა იყოს შთამბეჭდავი. ყველა უნდა გავუფრთხლდეთ ჩვენს ეზოს, ქუჩას, ქალაქს, რეგიონს, ქვეყანას და ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე. ჩვენს მუნიციპალიტეტებში დასუფთავების სამსახურები დღე და ღამე მუშაობენ, მათ მიერ გაწეული შრომა დაუფასებალია და ჩვენ სწორედ მათ უნდა მივბაძოთ სუფთა გარემოს შესაქმნელად. მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეს, თითოეულ მოქალაქეს მივიღოთ აქციაში მონაწილეობა და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე”. – განაცხადა ლევან შონიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!