- 4 სექტემბერს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, თბილისის ქალთა გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება, რომელსაც ომარ ბურდული ხელმძღვანელობს.
შესრულდება ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები. დასწრება თავისუფალია.
ცნობისთვის, თბილისის ქალთა გუნდის აღნიშნული პროექტი “საგუნდო მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოს რეგიონებში” არის კონკურსში გამარჯვებული პროექტი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.