4 ოქტომბერს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს


  • 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

კომპანიის ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში, 24 საათის განმავლობაში საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები იმუშავებენ. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა. მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან.

“იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა მოხდება, კომპანიის ტექნიკური სამსახური სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს.

კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი ექნება, ასევე კომპანიის მთავარ დისპეტჩერთან.

გარდა ამისა, მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი შეზღუდვის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი არ შეფერხდეს“, – აცხადებს “ენერგო-პრო ჯორჯია“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!