- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისს დღის ბოლოდან 5 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.