- დღეს, 18:00 საათიდან 55 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.