ერთად დავამარცხოთ დიაბეტი


ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში აქცია „ერთად დავამარცხოთ დიაბეტი“ გაიმართა. იქ მისულ ადამიანებს ენდოკრინოლოგისა და ჯანსაღი კვების სპეციალისტის უფასო კონსულტაციები ჩაუტარდათ. აქციაზე საგანმანათლებლო ბუკლეტები დარიგდა.
 “Welfare Foundation”-ის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სიმონ გაბრიჩიძემ აღნიშნა, რომ აქციის მიზანი დიაბეტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. მისი განმარტებით, აქციის ფარგლებში მისულ პაციენტებს,რომლებსაც დიაბეტი დაუდგინდათ, ენდოკრინოლოგები პროფესიულ რჩევებს მიაწვდიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.