წინასაახალწლო სოციალური აქტივობა რეწვის ზუგდიდელი ოსტატების მხარდასაჭერად


  • ზუგდიდელი აქტივისტი, სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის წარმომადგენელი ციცინო შენგელია, საკუთარ ფეისგვერდზე, პანდემიის პერიოდის წინასაახალწლო დღეებში, ადგილობრივი რეწვის ოსტატების ხელშეწყობის მიზნით, სოციალურ აქტივობას აანონსებს. ციცინო შენგელია, ამ აქტივობაში, უპირველესად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს იწვევს.
“ახალწლამდე დარჩა თითქმის 1 თვე, მიუხდავად პანდემიისა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შევეცდებით გავილამაზოთ და კარგი განწყობა შევქნათ ჩვენთვის და ჩვენი ახლობელი ადამიანებისთვის.
ასევე, დარწმუნებული ვარ, ყველა რიტუალის წესის დაცვით, ახალ სათამაშოს და რაიმე საჩუქარს ვიყიდით ჩვენი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის.
სწორედ აქ, მინდა, რომ გაითვალისწინოთ ადგილობრივი რეწვის ოსტატები და მათი ნამუშევრები.

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ძალინ მინდა ახლა გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა და საჩუქრები შეიძინოთ ჩვენ ოსტატებთან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო,-აქ ბევრი ახლობელი და ნაცნობი მუშაობთ და ყველამ თითო ნივთი რომ იყიდოთ, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ პანდემიის პერიოდში, ხელს შეუწობთ ადგილობრივ მეწარმეობას.
“ჩელენჯი” გამოგივათ ძალიან კარგი. იყიდეთ და მონიშნეთ მეგობრები, რომ ისინიც ჩაერთონ.
ეს იქნება ყველაზე დიდი სოციალური აქცია და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოხატვა. მადლობა ყველას ვინც მხარს დამიჭერს და ხელსშეუწყობს მეწარმეობის განვითარებას.
პს. აქვე ძალიან დიდი მადლობა თენგიზ მიქენაიას, იმისათვის რომ უკვე აკეთებს ამას.
პსს.
გიორგი გეგა შენგელია, მე გიწვევთ თქვენ!
გელოდებით, მადლობა დიდი.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!