31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, მეცნიერის, მწერლის, ადამიანის უფლებათა დამცველის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ეროვნული მოძრაობის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა გვირგვინებით შეამკეს ზვიად გამსახურდიას ძეგლი. ზვიად გამსახურდიას პიროვნულ თვისებებზე და მის ღვაწლზე ისაუბრეს მისმა მხარდაჭერებმა. საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალმა, ყოფილმა პოლკოვნიკმა ლოთი ქობალიამ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობა უდიდესია ქართველი ერის ისტორიაში. „31 მარტს არის რეფერენდუმის დღე, ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, თავისუფლებისაკენ ლტოლვა, ამას დაემთხვა ბატონი ზვიადის დაბადების დღე, რომელიც ასოცირდება საქართველოს თავისუფლებასთან და ქართველი ერის ზეიმთან.“ მისი თქმით, დღევანდელი დღე ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის დიდებულია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=NQ28pypHaQI[/embedyt]
„ეროვნული მოძრაობის „ქალთა ბატალიონის” მეთაურმა და ზვიად გამსახურდიას მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა დალი ლატარიამ აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდია „გოლგოთაგამოვლილი” პრეზიდენტი იყო. „მას უნდოდა თავის ხალხს ეცხოვრა ერთიან, ძლიერ საქართველოში. ზვიად გამსახურდია დაამხეს, გააქციეს საქართველოდან ძალისხმიერი მეთოდებით. დღევანდელ დღეს სიხარული მაინც ახლავს, რადგან საქართველოს მოევლინა ზვიადის სახელით უდიდესი პიროვნება.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=oGQAtWlFGpo[/embedyt]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელი თარიღი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. „ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მის მიმართ მადლიერებას, რადგან მან მოახერხა იდეის ირგლივ ერის კონსოლიდაცია. ბატონი ზვიად გამსახურდია გახლავთ, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, მომავალში, ისტორია, ქართველი ხალხი და თაობები დააფასებენ მის ღვაწლს ქართველი სახელმწიფოებრივობისა და ქართველი ერის წინაშე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=cIdqoY1F40I[/embedyt]
დღევანდელ ღონისძიებაზე, მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ცისკარმა“ და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლა “ოდოია”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ukhAfX1WFIA[/embedyt]
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტი 79 წლის გახდებოდა.