31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა


  • 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს თარიღი 1997 წლიდან აღინიშნება.
“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, წელს, 2020 წლის 31 ოქტომბერი საქართველოში დაემთხვა საპარლამენტო არჩევნების დღეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”- ს თანამშრომლები თავდაპირველად დილის 8 საათზე გამოცხადნენ თავიანთ საარჩევნო უბნებში, რათა მოეხადათ მოქალაქეობრივი ვალი, შემდეგ კი აქტიურად ჩაერთნენ შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებულ აქციაში.
მიუხედავად იმისა, რომ ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის საკურორტო მონაკვეთი მოწესრიგებული იყო, აქციის მონაწილეებმა დამატებით დაასუფთავეს დაცული ტერიტორიების 2 კმ ზოლი. ნაგავსაყრელში გაიზიდა 30 მ3 ნარჩენი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!