Frying Pan Tower- როგორ გამოიყურება ყველაზე საშიში სასტუმრო მსოფლიოში


  • სასტუმრო ატლანტის ოკეანეში, აშშ-ის სანაპიროდან 50 კილომეტრის მოშორებით ყოფილ საგუშაგოზე მდებაროებს. საგუშაგო 1854 წელს აშენდა და ამერიკულ გემებს გზის გაგნებაში ეხმარებოდა, 1970-იანი წლებიდან კი უფუნქციოდ იყო დარჩენილი და განადგურება ემუქრებოდა.

თუმცა, 2010 წელს ის ამერიკელმა რიჩარდ მილმა შეიძინა და გადაწყვიტა მისთვის ახალი ფუნქცია შეეძინა. მან საგუშაგოს სასტუმროდ გადაკეთებას 2 წელი მოანდომა და 2012 წელს პირველი სტუმრები მიიღო.
Frying Pan Tower-ზე მოხვედრა ვერტმფრენით ან ნავითაა შესაძლებელი.

სასტუმრო, რომელიც წყლის ზედაპირიდან 26 მეტრის სიმაღლეზე დგას, მთლიანად ოკეანითაა გარემოცული, რაც სტუმრებში უცნაურ გრძნობას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროში დარჩა საკმაოდ ძვირი ღირს. Frying Pan Tower-ში 2 ღამით დარჩენის ღირებულება 598 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, მიუხედავად ამისა სასტუმროში დარჩენის მსურველი უამრავი ადამიანია და ხშირ შემტხვევაში მათ რამდენიმე თვე მოცდა უწევთ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.