30 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება


  • 30 იანვარს ღამის საათებში თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მდინარე მტკვარზე (ესტაკადა) არსებული სახიდე გადასასვლელის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოების წარმოების მიზნით, 2025 წლის 30 იანვრის 03:00 სთ-იდან 05:00 სთ-მდე პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება რამდენჯერმე 10-15 წუთიანი ინტერვალებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five + seventeen =

Akismet ანტისპამი