- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს დღის ბოლოდან 5 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონებში (განსაკუთრებით კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.