3 სექტემბერს NAEC-ში უცხოეთიდან გადმომსვლელთა გამოცდა ჩატარდება


  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის გამოცდა 3 სექტემბერს ჩატარდება.

გამოსაცდელები ტესტირების გასავლელად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) უნდა გამოცხადდნენ.

რეგისტრაცია 11:00 საათზე, გამოცდა კი 12:00 საათზე დაიწყება.

გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

six − 2 =

Akismet ანტისპამი