29-30 მაისს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი.

29-30 მაისს საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 29-30 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.