29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.

“თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მომიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი -5, -8 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9, -12 გრადუსამდე დაეცემა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!