- კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქის სკოლებში ხვალიდან ონლაინ სწავლა განახლდება.
“28 მარტს სასწავლო პროცესი განახლდება დედაქალაქში ონლაინ ფორმატში. ეს იქნება უფრო ადაპტირებული არსებულ პირობებთან. გამოყენებულ იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმები სტუდენტებისთვის“, – აღნიშნა კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე.