27 თებერვალს ვენერა და მთვარე ერთმანეთს გადაკვეთენ


თუ ამ ცხოვრებაში რომანტიკას ეძებთ, 27 თებერვალს, ცისკენ აუცილებლად აიხედეთ. საღამოს ცაზე თქვენ იშვიათი სანახაობის მომსწრენი გახდებით – შეამჩნევთ, თუ როგორ “აკოცებენ” მთვარე და ვენერა ერთმანეთს.
თუ მოწმენდილი ცა და კარგი ამინდი იქნება, საღამოს ცაზე ნაზ, პლატინისფერ ნამგალა მთვარეს და მის გვერდით ვენერას შეამჩნევთ და დაინახავთ, როგორ გადაკვეთენ ისინი ერთმანეთს.
მაგრამ რა არის მიზეზი იმის, რომ ეს ორი ციური სხეული ასე მკვეთრად ანათებს და ღამეულ ცაზე “ხვდება” ერთმანეთს?
ვენერას სახელი ძველრომაული სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთის საპატივსაცემოდ დაარქვეს. მას საქართველოში მეორენაირად ცისკრის ვარსკვლავსაც უწოდებენ. ის მზის და მთვარის გარდა ჯერჯერობით ერთადერთი ციური ობიექტია, რომელსაც ხილული ჩრდილის დატოვება შეუძლია. მზიდან დაშორების მიხედვით ის მეორეა, დედამიწიდან კოსმოსური მასშტაბებით ძალიან ახლოსაა და მიმდინარე წლის ივნისამდე მისი ნათება განსაკუთრებით მკვეთრი და კაშკაშა იქნება.
მთვარეს, რომელიც დედამიწის თანამგზავრია, 29, 5 დღე სჭირდება, რათა ჩვენი პლანეტის გარშემო ერთი ბრუნი გააკეთოს. ჩვენ ციურ სხეულთა მექანიკის კანონების თანახმად ყოველთვის მის მხოლოდ ერთ, მზით განათებულ მხარეს ვხედავთ. 23 თებერვალს ახალმთვარეობა იყო, ამ თვეში პირველად “დაიბადა” ახალი, ნამგალა მთვარე.
მაგრამ მთვარის და ვენერას “პაემანი” და “კოცნა” მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა, რადგან ეს ორი ციური სხეული შეჯახებისთვის ძალიან დიდი მანძილით არის დაშორებული ერთმანეთისგან. დედამიწიდან მთვარე 385 000 კილომეტრ მანძილზე მდებარეობს, ხოლო ვენერა – 110 მილიონ კილომეტრ მანძილზე.
27 თებერვალს თუ ვერ მოახერხებთ, ნახოთ, თუ როგორ “იალერსებენ” მთვარე და ვენერა, თქვენ ამას 28 მარტს შეძლებთ, როცა ეს ორი ციური სხეული ხელახლა დაუახლოვდება ერთმანეთს.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!