27 ახალი საცხოვრებელი სახლი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე, 27 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე მიიღო გადაწყვეტილება.

ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. სპეციალური კომისია დაკომპლექტებულია მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით.

მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამებისთვის 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი “ერთი თბილი ოთახის” პროექტისთვისაა გათვალისწინებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან დღემდე სულ 91 საცხოვრებელი სახლი აშენდა.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …