- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.
საქართველო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
პროგრამა:
12:00 – 19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა
12:00 -20:00 შემეცნებით-გასართობი სივრცის პროგრამა:
• შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები;
• საბავშვო, გასართობი აქტივობები;
• ციფრული კუბი;
• პლანეტარიუმი;
• საავიაციო შოუ;
• კულინარიული შოუ;
• თეატრალური პერფორმანსები;
• სპორტული შეჯიბრებები;
• მოსიარულე ორკესტრი;
12:00 – 20:00 – პროფესიული კოლეჯების გამოფენა და მასტერკლასები
12:00 – 20:00 – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – ,,ტექნოპარკ საქართველოს” პავილიონი (3D მოდელირება და დრონები, 3D სკანირება და VR ტექნოლოგია, ანიმაციის და STEAM ვორქშოფი ბავშვებისთვის და მშობლებისთვის)
12:00 – 15:00 – დღის კონცერტი ადგილობრივი შემსრულებელების მონაწილეობით
17:10 – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
18:00 – საზეიმო კონცერტი:
ზვიად ბოლქვაძე, ნათია პერანიძე, ანი კეკუა, ნეკა სებისკვერაძე, ეკა დოლიძე, თიკა მახალდიანი, მერაბ ვარდოსანიძე, ინგა ბერაძე, ნუგზარ კვაშალი, სალომე ბაკურაძე, გიორგი მეფისაშვილი, კვარტეტი “უნისონი”.