ხვალიდან დასავლეთ საქართველოში იწვიმებს


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. 24 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლი 24-25 სექტემბერს +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 24 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+25, +30 გრადუსი), ზოგან იწვიმებს. 24-25 სექტემბერს კი შედარებით აგრილდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 24 სექტემბრამდე თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24-25 სექტემბერს დედაქალაქშიც აგრილდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25 სექტემბერს დღისით +21, +23 გრადუსამდე დაიკლებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!