26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს გიორგი კალანდარიშვილმა და კრის ალანმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე


  • კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ კრის ალანსა და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო არჩევნებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვას, ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებასა და ზოგადად ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებს.

ცესკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს იმ კონტრიბუციის გამო, რომელიც ბრიტანულმა მხარემ სხვადასხვა მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებისთვის უკვე განახორციელა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

თავის მხრივ კრის ალანი საარჩევნო გარემოს და 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩართული მხარეების როლითაც დაინტერესდა. მან გიორგი კალანდარიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ადმინისტრირების მიმართულებით.

შეხვედრა 26 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!