26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა


  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასა და პოლიტიკური ლიდერის სპირიდონ კედიას ძეგლები ყვავილებით შეამკო.

დღეს, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას 81 წლის იუბილეც აღინიშნება.

“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩემს ძვირფას ზუგდიდელებსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ოკუპაციის კლანჭებისგან გათავისუფლებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისკენ, ზუგდიდში და სრულიად საქართველოში საზეიმო ღონისძიებები არ ტარდება მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ვულოცავ თითოეულ ქართველს დღევანდელ დღეს და ვისურვებ რომ საქართველო ჩვენს აფხაზ და ოსებ ძმებთან ერთად გახდეს ერთიანი, ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი” -განაცხადა გიორგი შენგელიამ.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!