- 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
იხილეთ ღონისძიებების პროგრამა:
12:00 – 19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა
12:00 -20:00 შემეცნებით-გასართობი სივრცის პროგრამა:
• შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები;
• საბავშვო, გასართობი აქტივობები;
• ციფრული კუბი;
• პლანეტარიუმი;
• საავიაციო შოუ;
• კულინარიული შოუ;
• თეატრალური პერფორმანსები;
• სპორტული შეჯიბრებები;
• მოსიარულე ორკესტრი;
12:00 – 20:00 – პროფესიული კოლეჯების გამოფენა და მასტერკლასები
12:00 – 20:00 – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – ,,ტექნოპარკ საქართველოს” პავილიონი (3D მოდელირება და დრონები, 3D სკანირება და VR ტექნოლოგია, ანიმაციის და STEAM ვორქშოფი ბავშვებისთვის და მშობლებისთვის)
12:00 – 15:00 – დღის კონცერტი ადგილობრივი შემსრულებელების მონაწილეობით
17:10 – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
18:00 – საზეიმო კონცერტი:
ზვიად ბოლქვაძე, ნათია პერანიძე, ანი კეკუა, ნეკა სებისკვერაძე, ეკა დოლიძე, თიკა მახალდიანი, მერაბ ვარდოსანიძე, ინგა ბერაძე, ნუგზარ კვაშალი, სალომე ბაკურაძე, გიორგი მეფისაშვილი, კვარტეტი “უნისონი”