- საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1918 წლის 26 მაისიდან დღეს 107 – ე წელი გავიდა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ქალაქის მთავარ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოწყობილია შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, იმართება მასტერკლასები. წარმოდგენილია უმაღლესი სასწავლებლების და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონები.
ზუგდიდში კონცერტი ორ ეტაპად გაიმართება, დღის განმავლობაში მუსიკალურ ნომრებს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები შეასრულებენ. საღამოს გალა კონცერტი კი 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ.
დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 17:10 საათზე კი ზუგდიდის მთავარ მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.