26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ზუგდიდში


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება, ამჯერად ცენტრალურ მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

26 მაისის პროგრამა: 10:00 საათიდან – სამხედრო ტექნიკის გამოფენა

12:00 ღონისძიების დაწყება (საბავშვო სივრცეების, ისტორიული გამოფენების, ყვავილების სივრცეების, სპორტული სივრცეების, ღია კაფის, მოსასვენებელი სივრცეების გახსნა, ანიმატორების შოუ)

12:00 – მეწარმების სივრცის გახსნა

12:30 – 15:00 – დღის კონცერტი – ადგილობრივი ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით

16:50 – თეატრალური წარმოდგენა (პერფორმანსი ) – საქართველოსა და ევროპის ისტორიული თანამეგობრობა, სამეგრელოს მაგალითზე

17 საათისა და 10 წუთის საზეიმო აღნიშვნა – საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი

17:20 საათიდან – დასკვნითი კონცერტი: ელენე ფოჩხუა, რომა რცხილაძე ბენდთან ერთად და ჯგუფი „ოჩოს ქოხი“. ღონისძიების წამყვანი: დუტა სხირტლაძე.

დღის განმავლობაში ტერიტორიაზე ივლიან და მოქალაქეებთან ფოტოებს გადაიღებენ კოსტიუმირებული მსახიობები. ტერიტორიაზე განთავსდება საქართველოსა და ევროპის თანამეგობრობის ამსახველი ისტორიული მასალები.

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე განთავსდება საუკუნის პროექტის, რიკოთის რეალური ლანდშაფტის შემცირებული მაკეტი, დაიდგმევა პირველი თვითმფრინავის მოცულობითი მაკეტი, მოეწყობა ღია კაფე, საბავშვო სივრცეებში, ბავშვები შეძლებენ სხვადასხვა პროფესიის მორგებას, მოეწყობა საბავშვო სამშენებლო კუთხე, ტერიტორიაზე განთავსდება ფოტოსტენდები და მოსასვენებელი სივრცეები.

მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით, იმართება. ზუგდიდის ღონისძიება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით ტარდება.

ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ – საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა – დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!