- საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1918 წლის 26 მაისიდან დღეს 106 წელი გავიდა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ზუგდიდში, სადაც ცენტრალურ, თავისუფლების მოედანზე სხვადასხვა სივრცეა მოწყობილი. გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა. წარმოდგენილია ბავშვთა სივრცე.
მოქალაქეებს დახვდებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სივრცეები. საღამოს კონცერტი დაასრულებს.