26 თებერვალს, ბოტანიკური ბაღი  ფოტომარათონზე გელოდებათ


“კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან:

  • 1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში.
  • 2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა.
  • 3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება.

ფოტომარათონის მთავარი პრიზის მფლობელი, დამატებით, მიწვეული იქნება საინფორმაციაო პლატფორმა “ჩემი მედიასახლის“ ვებგვერდების ნიუსრუმში სტაჟირებაზე ფოტოგრაფიის მიმართულებით.

ფოტომარათონზე მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას 20 წლამდე, რომელიც რეგისტრაციას გაივლის 25 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე: potomaratoni@gmail.com

„კადრის ფესტივალზე“ მონაწილეობის მსურველთათვის აუცილებელი პირობაა, თან იქონიოთ ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!