26 დეკემბერს ბოტანიკური ბაღი საახალწლო ღონისძიებაზე გიწვევთ


  • 26 დეკემბერს, 14:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გიწვევთ მრავალფეროვან საახალწლო ღონისძიებაზე, რომელიც ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართება.

ბოტანიკური ბაღის ეზოში მოეწყობა საშობაო გამოფენა-გაყიდვა, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საახალწლო ხელნაკეთი აქსესუარების, ტკბილეულის, სუვენირებისა და საჩუქრების შეძენა.

ბავშვებს საჩუქრებთად ერთად სანტა-კლაუსი, ზღაპრის გმირები, ანიმატორები და სხვა გასართობი ატრაქციონები დახვდებათ.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები და თბილისის კამერული ორკესტრი “ოპერის კამერატა“.

26, 30 და 31 დეკემბერს, ასევე 1, 2 და 7 იანვარს ბოტანიკურ ბაღში შესვლა ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.

ღონისძების სპონსორებია: #McDonaldsGeorgia#MegoBar#SamegreloDMO


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × 2 =

Akismet ანტისპამი