უკრაინის ეკლესია ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს


  • უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის პირობებში მრევლი ტაძრებში ღვთისმსახურებას აღარ დაესწრება. მათ საშუალება ექნებათ, რომ ლოცვა დისტანციურად მოისმინონ.

აღნიშნულ საკითხზე უკრაინის ეკლესიის სინოდმა 24 მარტს დისტანციურად განიხილა.

“ეკლესია ზრუნავს საკუთარ შვილებზე, მათ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. საერთო შეზღუდვების გათვალისწინებით, მათ შორის შეკრებისა და გადაადგილების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, ეკლესია იღებს საკუთარ თავზე საერთო ტვირთს, ვინაიდან სურს, საზოგადოებას აჩვენოს კარგი და პასუხისმგებლიანი მიდგომის მაგალითი და ასკეტურად შეუზღუდავს თავს”, — ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

სინოდი მთავრობასთან დაჟინებით მოითხოვს, რომ ეკლესიები დისტანცირების გათვალისწინებით ინდივიდუალური ლოცვებისთვის ღია იყოს.

გარდა ამისა, უკრაინის ეკლესიის მღვდელმსახურები საჭიროების შემთხვევაში მრევლთან სახლში მივლენ და ზიარებას ისე ჩაატარებენ. ამასთანავე, დაინფიცირებულთან კონტაქტის ან სიმპტომებს გამოვლენის შემთხვევაში ყველა სასულიერო პირი ვალდებული იქნება, ჯანდაცვის მუშაკებს და სასულიერო ხელმძღვანელობას შეატყობინონ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!