- ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, 25 აგვისტოს, 12:00 საათზე, ველომარათონი გაიმართება.
ველორბოლა სტარტს აიღებს ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, დავით აღმაშენებლის ქ. №160 (სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარედ), ხოლო დასრულდება მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მიმდებარედ (ზ.გამსახურდიას ქ N9).
მარათონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 25 აგვისტოს (რბოლის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 წუთი) ჩათვლით.
ველომარათონში მონაწილე პირი ვალდებულია მარათონზე გამოცხადდეს საკუთარი ველოსიპედით.
საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი-1000 ლარი, სიგელი და მედალი;
II ადგილი- 800 ლარი, სიგელი და მედალი;
III ადგილი 600 ლარი, სიგელი და მედალი;
ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ველოსპორტის განვითარებაა.
რეგისტრაციისთვის მიყევვით ბმულს:
https://forms.gle/nQ6GpJScKCMZfXcq7