24 მარტიდან ზუგდიდში “ჭკვიანი კამერები“ ამოქმედდება


  • 24 მარტიდან ზუგდიდში დამატებით ლოკაციებზე ავტომატური ვიდეოტექნიკა ე.წ „ჭკვიანი კამერები“ ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ჭკვიანი კამერები ავტომატურად აფიქსირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებს, ასევე, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების მიზნით მონაცემთა დამუშავებას.

უწყების ცნობით, ვიდეოკამერების რაოდენობის, ვიდეოკამერების განთავსების ადგილებისა და ხედვის არეალის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ზუგდიდის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად განისაზღვრა საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განთავსების ლოკაციები.

24 მარტიდან კამერები ამოქმედდება 2 ლოკაციაზე. კერძოდ: კოსტავასა და რუსთაველის ქუჩების კვეთა. გამსახურდიას გამზირი (მოედანი)

დანარჩენ ლოკაციებზე განთავსებული კამერები ამოქმედდება ეტაპობრივად და დამატებით მოხდება მოქალაქეთა ინფორმირება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!