- სოკარ გაზი განცხადებას ავრცელებს:
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 აგვისტოს, დილის 06:00 საათიდან დაგეგმილია გაზის შეწყვეტა.
გაზის მიწოდების აღდგენა 26 აგვისტოს 10:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება 27 აგვისტოს 20:00 საათამდე.
გთხოვთ, გაზის დანადგარები და ონკანები იქონიოთ ჩაკეტილ მდგომარეობაში.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
