24 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბრამდე საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი.

24 ნოემბერს მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში). იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

27 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 25 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 24 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 25-26 ნოემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს. 27 ნოემბერს კი გამოიდარებს და შედარებით დათბება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!