“თითქმის ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოს მთავრობამ დეცენტრალიზაციის ახალ სამთავრობო სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო, შექმნა სამთავრობო კომისია და სამი სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილების, ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესების საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, კომისია არ მუშაობდა დეცენტრალიზაციისთვის საჭირო ყველა საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების დიდი ნაწილი აქტიურად ვმონაწილეობდით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში და სტრატეგიაში დეცენტრალიზაციის პროცესის უკეთ ასახვის მიზნით, სამთავრობო კომისიას არაერთი წინადადება შევთავაზეთ”.-ნათქვამია განცახდებაში.