- 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეს საღამოდან ისევ ძალაშია.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა.
ინფორმაციისთვის, 9 ნოემბრიდან საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. აღნიშნული მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.