22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა


  • 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა მდინარეების, ნაკადულების, ღელეების, წყალსაწრეტი არხების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების სამუშაოები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მუშა-მოსამსახურეებმა.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, როგორც ქალაქში, ასევე 48 სასოფლო ტერიტორიულ ერთეულში, 16 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიწმინდა მდინარეების: ჩხოუშის, სინწის, კუჩხობონის, ჯუმის, ენგურის, უმპიას, აგრეთვე სხვადასხვა ნაკადულების კალაპოტები და მათი მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ანაკლია-განმუხურის ზღვის სანაპირო ზოლი.

მოეწყო შაბათობა სხვადასხვა ლოკაციებზე: ზუგდიდი მოლისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე დასუფთავდა ყოფილი ტექნიკუმის შიდა ეზო ,სადაც ამჟამად ცხოვრობობენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

“მოსახლეობას მოგმართავთ თხოვნით. გავუფრთხილდეთ გარემოს. დავიცვათ სისუფთავე. გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა. სუფთა გარემო ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი მომავალი თაობებისთვის. ნაგავი მოვათავსოთ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!