22 მაისს ზუგდიდში სკოლის კურსდამთავრებულთათვის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, 22 მაისს, სკეიტ პარკში, სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება “ბოლო ზარი 2023“ გაიმართება.

ღონისძიება 15:00 საათზე სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდება. 

მოსულ სტუმრებს ადგილზე დახვდებათ საუნივერსიტეტო ხეივანი, ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა, კვების ობიექტები, სპორტული აქტივობები. გაიმართება სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობა.

ღონისძიებას ,,KILLAGES”-ის კონცერტი დახურავს.

შემოგვიერთდით, ერთად მივულოცოთ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 − five =

Akismet ანტისპამი