- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, 22 მაისს, სკეიტ პარკში, სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება ,,ბოლო ზარი 2023“ გაიმართება.
ღონისძიება 15:00 საათზე სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდება.
მსვლელობა მეორე სკოლის მიმდებარედ აიღებს სტარტს და ბულვარის მიმდებარედ გაგრძელდება.
კურსდამთავრებულებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მიიღებს.
16:00 დან მსვლელობა სკეიტ პარკის ტერიტორიაზე. გაგრძელდება
მოსულ სტუმრებს ადგილზე დახვდებათ საუნივერსიტეტო ხეივანი, ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა, კვების ობიექტები, სპორტული აქტივობები.
ღონისძიებას 19:00 სთ- ზე ,,KILLAGES”-ის კონცერტი გააგრძელებს.
შემოგვიერთდით, ერთად მივულოცოთ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება.