22 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლერება.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one + 12 =

Akismet ანტისპამი