- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივნისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 20 ივნისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 17 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 18 ივნისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა.
18 ივნისის დილიდან 22 ივნისამდე შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 19-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათბში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.