22 მაისს, “ბოლო ზარი 2023“ გაიმართება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, 22 მაისს, სკეიტ პარკში, სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება ,,ბოლო ზარი 2023“ გაიმართება.

ღონისძიება 15:00 საათზე სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდება.

მსვლელობა მეორე სკოლის მიმდებარედ აიღებს სტარტს და ბულვარის მიმდებარედ გაგრძელდება.

კურსდამთავრებულებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მიიღებს.

16:00 დან მსვლელობა სკეიტ პარკის ტერიტორიაზე. გაგრძელდება

მოსულ სტუმრებს ადგილზე დახვდებათ საუნივერსიტეტო ხეივანი, ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა, კვების ობიექტები, სპორტული აქტივობები.

ღონისძიებას 19:00 სთ- ზე ,,KILLAGES”-ის კონცერტი გააგრძელებს.

შემოგვიერთდით, ერთად მივულოცოთ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × one =

Akismet ანტისპამი