- 21 ნოემბერს, სოფელ, დავითიანის (თარგამულის) მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში, ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარდა წირვა-ლოცვა.
წირვა-ლოცვა აღასრულა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმემ (შარაშენიძე).
წირვა-ლოცვას მრევლი, დისტანციის დაცვით ესწრებოდა.
დღესასწაულზე, მეუფემ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარებით და დეკანოზის ხარისხში აიყვანა ტაძრის წინამძღოლი მამა ლაზარე (ჯიქია).
სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”
ირაკლი გვასალია