- დღეს, 21 მარტი პირველი ქართული გაზეთის დღეა.
გასული საუკუნის გარიჟრაჟზე, იმედიანად და ბრძოლის განწყობაზე იყვნენ ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტები. ცოტა მოგვიანებით, მათ რიგებს, ზუგდიდური მედიაც შეუერთდა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი იყო, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ჯერ ყოველდღიურად, შემდეგ კვირაში სამჯერ სტუმრობდა ზუგდიდელების ოჯახებს.
დღეს, როგორც არასდროს, ისე უწევს ადგილობრივ მედიას ბრძოლა გადარჩენისთვის – მიზეზი ბევრია – ობიექტურიც და სუბიექტურიც.
ჩვენ დღეგრძელობა და წარმატება ვუსურვოთ ყველას, ვინც გაზეთი არ მიატოვა და ჯიუტად ცდილობს მის გადარჩენას და დროისთვის ადევნებას.