- 21 მაისს, 12 საათიდან იწყება სინოვაკის ვაქცინით რეგისტრაციის პროცესი. თავად აცრის პროცესი დაიწყება 24 მაისიდან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სინოვაკის ვაქცინა, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე: www.fb.com/ncdcgeorgia/videos/230677695266796