მესხიაუნის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალზე


ღონიძიების მონაწილეებს მიესალმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეონა ხუფენია. მან ისაუბრა, სახელმწიფო პოლიტიკაზე უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის განვითარების გზებზე და მათ მიერ გაწეულ პროექტებზე. “დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის. დღეს, არის უნივერსიტეტის მეათე საიუბილეო გამოშვება. შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ერთ-ერთი სახელწიფო სტატუსის მატარებელი უნივერსიტეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებეულება, რომელიც ახორციელებს უმაღლესი და პროფესიული განათლების სახელმწიფო პოლიტიკას რეგიონში”.

თეონა ხუფენიამ კურსდამთვარებულებს მიმართა: “მე ვარ ამაყი თქვენით და გახსოვდეთ, თქვენ იყავით ამაყი იმიტომ, რომ იცოდეთ თქვენ ამ ოჯახის წევრები იყავით და ხართ. მადლობა თითოეულ თქვენგანს. ხმამაღლა ვამბობ, რომ შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას რეგიონში მათ შორის, ანკლიის პორტის. მე მინდა თვითმმართველობას ვუთხრა, უნივერსიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა მიიღოს ქვეყანაში ნებისმიერი გამოწვევა უმაღლესი და პროფესიული განათლების სივრცეში.”

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ქალაქის მერმა გიორგი შენგელიამ და მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!