- მომხმარებლის უკუკავშირის, კვლევისა და თანამედროვე ინოვაციების გათვალისწინებით, 2025 წელს, თიბისის მობაილბანკმა აპლიკაციის განვითარების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.
მობაილბანკის განახლებით, მომხმარებლისთვის ყოველდღიურობა კიდევ უფრო გამარტივდა. განახლებული ფონტი და ფერები, გამარტივებული ფორმები და ერთ სისტემაში მოქცეული დიზაინი – ამ ყველაფერმა, მობაილბანკი მეტად მოქნილი გახადა. მობაილბანკის საშუალებით, თიბისის მომხმარებელი 30 წამში, მხოლოდ სელფის გადაღებით გახდები.
განახლდა მთავარი გვერდი. ასევე, გადარიცხვების, გადახდების, შეთავაზებების, განაწილების, სამომხმარებლო სესხისა და ანაბრების გვერდები.
დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალები, როგორებიცაა საერთო ხარჯები, სასურველი კურსის მოთხოვნა, სმარტ პორტფელი, საკრედიტო ბარათის მობაილბანკიდან შეკვეთა, ბარათის პინის შეცვლა, მეგობრების მოწვევა.
მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა მშობლებისთვის – გაჩნდა ბავშვის სივრცე, საიდანაც შესაძლებელია მოსწავლის ბარათის შეკვეთა და ბავშვის ფინანსების მართვა.
2025 წელი კი, დეკემბრის მარათონით დასრულდა, რომელშიც 400 000 ადამიანი იყო ჩართული და 1000-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა.
თიბისის განახლებული მობაილბანკი აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს.
გამოგვყევით მობაილბანკში 2026 წელს – თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას, რადგან უპირველესი მიზანი, მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა.
