რეკომენდაციებით, რეგიონში, ხალხმრავალი ღონისძიებები უქმდება

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ, გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს. ამიტომაც, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, დედის დღის და 8 მარტის ღონისძიებები, სადაც კონცერტები და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები იყო დაგეგმილი, უქმდება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დროებით სამუშაო ჯგუფს ქმნის

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სასკოლო ავტობუსებში, სადეზინფექციო სამუშაოები იწყება. ასევე სპეციალური ხსნარით დამუშავდება რეგიონის სახელოვნებო სკოლები. სამუშაოების დროული შესრულებისა და მეტი კოორდინაციისთვის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფს, რომელშიც ყველა მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, რესურსცენტრები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები შევლენ.