ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდში გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 11400 ღერი) გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...